კბილების რესტავრაცია
მაღალი სტანდარტები
დროთა განმავლობაში ჩვენი კბილები იცვითება, კარგავს პირვანდელ სიქათქათეს, სითანაბრეს, სილამაზეს, უჩნდება კარიესი, თანაც წლების უკან ჩატარებული მკურნალობის კვალი შესამჩნევი ხდება.
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იმას უნდა შევეგუოთ. რა თქმა უნდა, შესაძლებელია დავაყენოთ წინა კბილებზე კერამიკული ვინირები ან ავაცვათ გვირგვინები და ლამაზი იერსახე მივცეთ კბილებს, მაგრამ თუ ამის თანხები არ გაქვთ, ხოლო ლამაზი ღიმილი მაინც გინდათ, ჩვენ მას ხელით შეგიქმნით.
შინაარსობრივად, ეს პროცედურა ჰგავს კარიესის მკურნალობას, ოღონდ, ამ შემთხვეაში, ექიმის მიზანს წარმოადგენს არა კარიესით დაზიანებული კბილის ღრუს კომპოზიტური მასალით ჩანაცვლება, არამედ ამავე მასალით სასურველი ფორმისა და ფერის კბილის შექმნა.
ასეთი ღიმილების სილამაზე ბევრად დამოკიდებულია ექიმის ოსტატობაზე, კომპოზიტურ მასალებთან მუშაობის გამოცდილებაზე. ჩვენ ასეთი გამოცდილება გვაქვს და შეგვიძლია გვირგვინებითა და ვინირებით პროთეზირების გარეშე მოვახდინოთ წინა კბილების ესთეტიკური რესტავრაცია.
თუ გაწუხებთ თქვენი ღიმილის სილამაზის საკითხი, ამჩნევთ კბილებზე ჩამოტეხილობებს, გაცვეთას, ემალის გამუქებას, დაგვირეკეთ და ერთ ვიზიტში დავუბრუნებთ თქვენს კბილებს ლამაზ, სწორ, ბუნებრივ იერსახეს და თქვენ ისევ მოგეწონებათ ფართოდ გაღიმება.
რუსუდან თურმანიძე
ცენტრალური კბილების რესტავრაცია
ცენტრალური კბილების ესთეტიკური რესტავრაცია
სწორად დავადგინოთ კბილის ფორმა
საუკეთესო კომპოზიტურა მასალა
აღდგენა კბილის ფორმის სილიკონის მოდელით
საბოლოო პოლირება
წინა კბილების აღდგენა კომპოზიტური მასალებით
საფასურში შედის სრული რესტავრაცია
ჩვენ ვაძლევთ კარიესის მკურნალობის გრძელვადიან გარანტიას
სტომატოლოგი თერაპევტი
დიაგნოსტიკა და კონსულტაცია
პროფილაქტიკა და მკურნალობა
სტომატოლოგიური იმპლანტაცია
თანკბილვის გასწორება
სტომატოლოგიური პროთეზირება
+995 577090505
Givi Kartozia st#4



